გორში, აბაშიძის ქუჩის, 300 არაგველისა და სასაფლასო ტერტორიაზე არსებული გზების რეაბილიტაციისთვის 483 993 ლარი დაიხარჯება.
სამუშაების შესასრულებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ – ს გაუფორმა.
“პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები და მოასფალტდება ეზოებში შესასვლელები”, – ამბობენ გორის მერიაში.
ხელშეკრების პირობების მიხედვით, სამუშაები 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი