ქარელის მერია მუნიციპალიტეტის 16 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემების მოსაწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის უწყბემა ტენდერი უკვე გამოაცხადა და ბიუჯეტში დაახლოებით 50 000 ლარი გამოყო.
“მოზაიკა” გთავაზობთ საბავშვო ბაღების ჩამონათვალს, სადაც გათბობის სისტმებების მოწესრიგება იგეგმება:
- სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის წყლის გამათბობლის შეცვლა, თანხით არაუმეტეს – 986,95 ლარი.
- სოფელ ზემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3151,44 ლარი.
- სოფელ აბისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2096,53ლარი.
- სოფელ ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 5413,7 ლარი.
- სოფელ ბრეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 2740,14 ლარი.
- სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 666,54 ლარი.
- სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხითარაუმეტეს – 2686,65 ლარი.
- სოფელ ფცის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2677,99 ლარი.
- სოფელ ბებნისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 155 ლარი.
- სოფელ წვერის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3118,93 ლარი.
- სოფელ ქვენატკოცის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 9243,82 ლარი.
- ქარელის №1 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3990,62 ლარი.
- ქარელის №2 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2709 ლარი.
- სოფელ რუისის №1 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2040,01 ლარი.
- სოფელ რუისის №3 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2024,06 ლარი.
- დაბა აგარის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 7125,25 ლარი.
ტენდერის დასრულების შემდეგ, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
დატოვეთ კომენტარი