ახალი ამბები

კასპელი ძიუდოისტი ევროპის თასის გამარჯვებულია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, კასპელი ძიუდოისტი 19 წლის ირაკლი დემეტრაშვილი პოზნანის ევროპის ახალგაზრდული თასის გამარჯვებულია.

“ირაკლიმ ჯერ კიდევ მარტში, ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით გაახარა გულშემატკივარი”, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ირაკლიმ ფინალში ქართველი უჩა ტაბატაძე დაამარცხა.

დატოვეთ კომენტარი