ახალი ამბები

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო შშმ ძაღლებისთვის პატრონებს ეძებს

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო შშმ ძაღლებისთვის პატრონებს ეძებს. სააგენტოში ამბობენ, რომ თუკი ვინმე ასეთ ძაღლებს წაიყვანს, უფასოდ მოემსახურებიან.

“სააგენტოში გვყავს უნარშეზღუდული ძაღლები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. სამწუხაროდ ჩვენთან არ არის იმის პირობები და საშუალება რომ სამუდამოდ დავიტოვოთ, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, რომ მოგვეხმაროთ მათთვის მზრუნველი პატრონების პოვნაში. ყველა მათგანს საჭიროების შემთხვევაში სრულიად უფასოდ მოვემსახურებით ასევე უფასოდ გადმოგცემთ სპეციალურად მათთვის დამზადებულ ეტლებს”, – ამბობენ სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, ძაღლების წაყვანის შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს ფეისბუქ გვერდს.

დატოვეთ კომენტარი