განტვირთვა

10 საინტერესო ფაქტი ხაშურის ისტორიიდან

ხაშური საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. მდინარე სურამულას სანაპიროზე გაშენებულ ქალაქს საინტერესო ისტორია აქვს – მისი წარსული მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფაქტებისგან შედგება. “მოზაიკა” გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ხაშურის ისტორიიდან. ⬇


ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ე. წ. ღარიბა-ღელე, სადაც ამოდის მლაშე, მარილიანი წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს. არსებობს ვარაუდი, რომ ქალაქის სახელწოდება “ხაშური” ამ მლაშე წყლისაგან მოდის და თავდაპირველად არა დასახლებული პუნქტის, არამედ უბრალოდ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იყო.

“ხაშური – მლაშე წყლის მარილი. გინა რაც წყალსა და ტბისაგან მარილილს მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი”, – ვკითხულობთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში. 

ხაშურს რამდენჯერ შეეცვალა სახელი, რაც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ცვლილებებთან იყო დაკავშირებული. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი.

ხაშურს 1921 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამის მიზეზი მოსახლეობის და ტერიტორიების ზრდა იყო. 

1922 წელს ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით, ხაშურში 7 018 ადამიანი ცხოვრობდა. 

ხაშურთანაა დაკავშირებული ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელი. ის ხაშურში (იმ დროისთვის, მიხაილოვოში) ცხოვრობდა და რკინიგზაში მუშაობდა. ნიკალა თავიდან დარაჯი იყო, შემდეგ კი მემუხრუჭე-კონდუქტორი გახდა. ფიროსმანმა რკინიგზაზე 1888-1894 წლებში იმუშავა.

1942 წელს, თბილისში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობის დაწვის შემდეგ, დასი ხაშურის თეატრში გადმოვიდა. ერთი სეზონის განმავლობაში, ხაშურში სპექტაკლები იდგმებოდა ისეთი ცნობილი არტისტების მონაწილეობით, როგორებიც იყვნენ: სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, შალვა ხერხეულიძე, აკაკი ხორავა და სხვა.  

პირველი სკოლა ხაშურში 1881 წლის სექტემბერში გაიხსნა და ცნობილია, როგორც ზემო ჭალის ორკლასიანი სკოლა. გახსნის საზეიმო ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართა და იქვე სკოლასთან, ქალებისთვის საქსოვი განყოფილებაც გაიხსნა. აღნიშნული სკოლა, საკუთარი მუშაობის გამო, 1901 წელს,  თბილისში მოწყობილ კავკასიის სამეურნეო გამოფენაზე პატარა ოქროს მედლით და დიპლომით დააჯილდოვეს.

გიმნაზიების გახსნა ხაშურში 1908 წლიდან იწყება – ამ წელს გაიხსნა კერძო პროგიმნაზია, რომელიც ოთხკლასიანი იყო. 1912 წელს მუშაობა დაიწყო ექვსკლასიანმა პროგიმნაზია, ხოლო 1915 წლისთვის – გიმნაზიამ. 8 წლის შემდეგ კი, 1916 წელს გიმნაზიის შენობა აიგო, სადაც ახლ ხაშურის I საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

ხაშურში არსებობსა სპეციალურად ბავშვებზე გათვლილი რკინიგზა, რომელიც იყო ვიწროლიანდაგებიანი, წრიული ფორმის რკინიგზა და მისი სიგრძე 2 კმ-ს აღწევდა. რკინიგზა 1984 წლის 1 სექტემბრიდან 1989 წლამდე მუშაობდა.მოგვიანებით კი, მისი დემონტაჟი მოხდა.

ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად მუშაობდა ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, იგი ხაშურში დასაქმდა. 

დატოვეთ კომენტარი