ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა წეროვანში მდებარეობს. ქარხანაში ლოკოკინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებენ.
“ქარხანა არის წილკანსა და წეროვანს შორის, დევნილთა დასახლებასთან ახლოს. ჩაბარების ფასი მერყეობს 1, 25 -1, 30 -ის ფარგლებში. ფეისბუქზეც არსებობს სპეციალური ჯგუფი “ლოკოკინებზე მონადირეები”, იქაც შეუძლიათ ნახონ ჩამბარებელი პუნქტების ლოკაციებიც. ამ ლოკოკინებს იყენებენ საჭმელად და ძირითადად ევროპაში გადის”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანიის წარმომადგენელი, ამბობს, რომ სამომავლოდ ლოკოკინების გატანა ევროპაში სამკურნალო მიზნითაც სურთ, რასაც დაახლოებით 2 წელი დასჭირდება.
ინფორმაციისთვის, შიდა ქართლში ჩამბარებელი პუნქტები ამოქმედდა სოფელ ტინისხიდსა და კირბალში.