ახალი ამბები

რა მარშრუტის გავლა მოუწევს გორში მძღოლობის კანდიდატს

25 აპრილიდან “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

“თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდა”, – განმარტავს შსს-ს მომსახურების სააგენტო.

მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც გამოცდის ჩაბარებას გორში ისურვებენ, რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში 2 სხვადასხვა მარშრუტიდან ერთ-ერთის გავლა მოუწევთ.

გადაადგილება იწყება მომსახურების სააგენტოდან. “მოზაიკა” გთავაზობთ მარშრუტების დეტალურ მიმართულებებს:

მარშრუტი N1


მომსახურების სააგენტო ➡️ გორიჯვრის ქუჩა ➡️ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი ➡️ ცხინვალის გზატკეცილი ➡️ 26 მაისის სანაპირო ➡️ დავით გურამიშვილის ქუჩა ➡️ დიმიტრი ამილახვრის ქუჩა ➡️ სამეფო ქუჩა ➡️ ილია ჭავჭავაძის გამზირი ➡️ სტალინის გამზირი ➡️ ფარნავაზის ქუჩა ➡️ ილიკო სუხიშვილის ქუჩა ➡️ მომსახურების სააგენტო.

მარშრუტი N2

მომსახურების სააგენტო ➡️ გორიჯვრის ქუჩა ბოლომდე და წრიულით უკუმიმართულება ➡️ ილიკო სუხიშვილის ქუჩა ➡️ თბილისის ქუჩა ➡️ ფარნავაზის ქუჩა ➡️ ქუთაისის ქუჩა ➡️ სტალინის გამზირი ➡️ ჭავჭავაძის გამზირი ➡️ გურამიშვილის ქუჩა ➡️ 26 მაისის სანაპირო ➡️ ცხინვალის გზატკეცილი ➡️ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი ➡️ გორიჯვრის ქუჩა ➡️ ილიკო სუხიშვილის ქუჩა ➡️ მომსახურების სააგენტო.

ინფორმაციისთვის, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 დღის შემდეგ შეძლებს. ამასთან, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.