აღდგომის დღეს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტში.
სოფელ გომთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა 13 წლის ბავშვი და მისი ბებია.
“ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს ორივე დაშავებული, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ავარია მოხდა სოფელ ნაბახტევთან. შემთხვევის შედეგად 37 წლის ზესტაფონელი ქალი დაშავდა.
“თბილისში გადაიყვანეს, რადგან ადგილზე მკურნალობა ვერ მოხერხდა, ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული”, – განმარტავენ კლინიკაში.
დატოვეთ კომენტარი