უკრაინაში გმირულად დაღუპულ ერგნეთელ მებრძოლს არკადი კასრაძეს გორში 23 აპრილს ჩამოასვენებენ. მისთვის პატივის მისაგებად, ხვალ ენმ-ის წევრები 18:15 საათიდან გორის გასასვლელთან შეიკრიბებიან.
“ხვალ 23 აპრილს 18:15 საათიდან ვიკრიბებით გორის გასასვლელში, ცხინვალი-ერგნეთის გადასახვევთან ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირ ჯარისკაცს არკადი კასრაძეს. ის რუს ოკუპანტებთან უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა”, – ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ბასიშვილი ავრცელებს.
არკადი კასრაძე უკვე მე-7 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა. ის საბრძოლველად 2 მარტს წავიდა. კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.
დატოვეთ კომენტარი