გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ახალი ავტომობილის შესაძენად 194 000 ლარს დახარჯა. მერიამ ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიებთან 2022 წლის დასაწყისში გააფორმა.
Kia Seltos, FIAT TIPO 1.6 მRenault Sandero 1.5 – ეს იმ ავტომობილების ჩამონათვალია, რომელიც მერიამ იყიდა. უწყების განმარტებით, მანქანების შესყიდვა ავტოპარკის განახლების მიზნით მოხდა.
“ავტომანქანების შესყიდვა მოხდა ავტოპარკის განახლების მიზნით, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ავტომანქანები ხშირად გამოდის მწყობრიდან და მათი შეკეთება გაცილებით მეტ თანხებს მოითხოვს”, – განმარტავენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, მერიის ავტოპარკში ამ დროისთვის 14 ავტომანქანაა, აქედან 4 საკრებულოს გადაეცა. ახალი ავტომობილები კომპანიას მერიისთვის ჯერ არ მიუწოდებია. უწყების განმარებით, 4 ახალი ავტომანქანის შეძენაზე ხელშეკრულება გაფორმდა იანვრის თვეში და კომპანიას მოწოდების ვადა აქვს 6 თვე.