ახალი ამბები

50 000 ლარი კომპიუტერების შესაძენად – გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამაგიდო კომპიუტერებისა და ლეპტოპების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 500 ლარი გაითვალისწინა. 


მერიას სურს შეიძინოს 22 სამაგიდო კომპიუტერი და 3 ლეპტოპი. უწყებაში განმარტავენ, რომ კომპიუტერების შეძენა ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სურთ. 


“პლანშეტური კომპიუტერების მიწოდება მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით”, –
 ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ინფორმაციისთვის, კომპიუტერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა გორის მერიასთან დაქვემდებარებულმა კულტურისა და ტურიზმის სააგენტომაც, რომელშიც 14 ათას ლარამდე თანხას დახარჯავს. 

დატოვეთ კომენტარი