ახალი ამბები

გორის ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოსო ვანიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ვანიშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლების მიზეზი სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციაა.

“რეორგანიზაცია მოხდა და ერთი მოადგილის შტატი გაუქმდა საერთოდ. სასამართლო დავას არ ვაპირებ”, – აცხადებს სოსო ვანიშვილი.

არსებული ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორს გიორგი შათირიშვილს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. ამ პოზიციას ვახტანგ გიუნაშვილი იკავებს, რომელიც აღნიშნულ სამსახურში 2018 წლიდან მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.