გორის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის 3 წევრს ეხება.
პოლიციის მტკიცებით, მიმდინარე წლის 12 მარტს ენმ-ის წევრებმა “ქართული ოცნების” ოფისზე გააკეთეს წარწერა “ალტინფო”. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა.
“საქმეში მტკიცებულებათა არ არსებობის გამო სასამართლომ სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის არგუმენტაცია და სამივე პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება”, – ინფორმაციას “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს.
ენმ-ის 3 წევრის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი ლექსო მერებაშვილი იცავდა.