საკადრო ცვლილებებია სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშიც. რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სააგენტოდან და რა იყო საკადრო ცვლილების მიზეზი – ამ საკითხებზე “მოზაიკას” ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს, გიორგი პურიჭამიაშვილს ესაუბრა.
ბოლო პერიოდში, რამდენ თანამშრომელს არარ გაუგრძელა სააგენტომ ხელშეკრულება და რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
22 ადამიანს შეუჩერდა შრომითი ხელშეკრულება. მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ის თანამშრომლები, ვინც არ ასრულებდნენ თავიაანთ უფლება-მოვალეობას და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე მივიღეთ. პროცესი გრძელდება და შესაძლებელია, სხვა თანამშრომლებტანაც
რომელიმე პოზიციას ხომ არ აუქმებთ და როგორ მოხდება ახალი თანამშრომლების აყვანა?
ამაზე ადმინისტრაცია იმუშავებს და თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალი თანამშრომლის აყვანას, შესაბამისად ავიყვანთ. კონკურსის საჭიროებაც ამის მიხედვით გამოიკვეთება.
განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სააგენტოდან თეა კეჩხუაშვილის და ანა ხუტიაშვილის გათავისუფლებას. ხომ არ აპირებს სააგენტო მათთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას?
ამ ადამიანებს შეგიძლიათ ჰკითხოთ ბოლო გაკვეთილი როდის ჩაატარეს, ან პირველი. მაინტერესებს, რა პასუხს გაგცემენ, თორემ მე ჩვენი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად ყველანაირი დოკუმენტაცია გამაჩნია. ამ თემაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის, ვინც თავის საქმეს შეასრულებს კეთილსინდისიერად, ყვლა ასეთი თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას.
კომისიის შეფასება გახდა ამ შემთხვევაშიც, სააგენტოს მიერ მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი?
გადაცდომები ჰქონდათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეგ ადამიანები სხვა სამსახურშიც მუშაობენ, ჩვენ არ გავუფუჭეთ საბუთები, რაც კანონით ეკუთვნოდათ. ვფიქრობ ამას უნდა ხვდებოდნენ.
თქვენ თქვით, რომ სააგენტომ კიდევ 20 ადამიანი გაათავისუფლა, რა პოზიციას იკავებდნენ ისინი?
ზეპირად არ ვიცი, მაგრამ ჩვენგან უკანონოდ არავინ გათავისუფლებულა.
საკადრო ცვლილებებს ხომ არ აქვს გავლენა სააგენტოს საქმიანობაზე?
სააგენტო სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.