ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოდან 34 თანამშრომელი გაათავისუფლეს. სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ბარჯაძის ინფორმაციით, ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ იმ პირებს, რომლებიც სამსახურს ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.
“სააგენტოში გვყავდა 384 თანამშრომელი, ამჟამად 350 ადამიანი მუშაობს. ვინც არ დადიოდა სამსახურში და ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, აღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. ეს 34 ადამიანი ძირითადად, ადმინისტრაციაში მუშაობდა”, – განმარტა გიორგი ბარჯაძემ.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სააგენტოში 60 ბენეფიციარი დასაქმდა.
დატოვეთ კომენტარი