გორის მე-6 საჯარო სკოლაში ორი უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა. სკოლაში ვერონიკა და ალექსანდრე კარელიძეებს საზეიმოდ დახვდნენ და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ისინი უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან არიან.
” ჩაირიცხნენ პირველ და მესამე კლასში. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სკოლაში შეაჩერეს არჩევანი, ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით, რომ სრულფასოვნად შეძლონ სასწავლო პროცესში ჩართვა”, –გვითხრა მაკა ნუცუბიძემ.
ინფორმაციისთვის, ორი უკრაინელი მოსწავლე მიიღო გორის მე-12 საჯარო სკოლამაც.
დატოვეთ კომენტარი