უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
ის გორის მუნიციპალიტის სოფელ ერგნეთიდან იყო. არკადი კასრაძე უკრაინაში სხვა ქართველებთან ერთად იბრძოდა.
“ჰაერსაწინააღმდეგო კურსის სერჟანტ-ინსტრუქტორი საუკეთესო ჯარისკაცი და ჩემი ახლო მეგობარი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, უფალმა გაანათოს თქვენი ლამაზი მებრძოლი სული, დიდება გმირებს!”, – წერს მისი თანამებრძოლი ავთანდილ სურმანიძე.
ინფორმაციისთვის, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, დღემდე 7 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
დატოვეთ კომენტარი