ახალი ამბები

გიორგი ხოჯევანიშვილი ბუჩაში ჩავიდა და უკრაინელ კოლეგებს შეხვდა 

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხოჯევანიშვილი უკრაინაში საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება. 

ხოჯევანიშვილმა ქალაქ ბუჩაში ჩასვლისა და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

“დღეს დასახლებული პუნქტები ბუჩა და ირპენი უკრაინის რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ერთად მოვინახულეთ. არ ვიცი,რა შეიძლება ვთქვა, ან როგორ აღვწერო ის რაც ვნახე, განსაკუთრებით მძიმე სანახავი იმიტომ იყო, რომ მსგავსი უკვე მინახავს ჩვენს სამშობლოში. ჩვენი საერთო მტრის ერთიდაიგივე ხელწერა! დარწმუნებული ვარ, ეს უსამართლო ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ბოროტების მარცხს ყველა ერთად ვნახავთ”,- წერს ხოჯევანიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი