ახალი ამბები

უკრაინაში ერგნეთელი მებრძოლი დაიღუპა 

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.

ის გორის მუნიციპალიტის სოფელ ერგნეთიდან იყო.  არკადი კასრაძე უკრაინაში სხვა ქართველებთან ერთად იბრძოდა. 

“ჰაერსაწინააღმდეგო კურსის სერჟანტ-ინსტრუქტორი საუკეთესო ჯარისკაცი და ჩემი ახლო მეგობარი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, უფალმა გაანათოს თქვენი ლამაზი მებრძოლი სული, დიდება გმირებს!”, – წერს მისი თანამებრძოლი ავთანდილ სურმანიძე.

ინფორმაციისთვის, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, დღემდე 7 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი