სოფელ ქვახვრელში კოტეჯის ასაშენებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
25კვ.მ კოტეჯის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 150 ლარია გათვალისწინებული.
გორის მერიაში ამბობენ, რომ კოტეჟი ერთ-ერთი ოჯახისთვის შენდება.
“აღნიშნული კოტეჯი უნდა აშენდეს ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი, მსგავსი კოტეჯები რამდენიმე ოჯახისთვის ადრეც აშენდა”, – განმარტავენ მერიაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაობი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი