ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი დირექტორის გელა კაპანაძის შემოსავალი 2021 წელს 28 432 ლარი იყო, ხოლო გასავალი თითქმის 2-ჯერ მეტი – 49 690 ლარი.
კაპანაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი შემოსავალი ხელფასებიდან 20 432 ლარია.
“ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ-ის დირექტორობიდან კაპანაძემ 16 507 ლარი მიიღო. გარდა ამისა ის დასაქმებული იყო ლექტორ-მასწავლებლად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჰონორარის სახით 3 925 ლარი მიიღო”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, კაპანაძემ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან 8 000 ლარი მიიღო.
რაც შეეხება, გასავალს – 2021 წელს გელა კაპანაძემ წინსწრებით დაფარა 2 სესხი, ჯამში 49 690 ლარის ოდენობით. კაპანაძის შემოსავალი გასულ წელს თითქმის 2-ჯერ ნაკლებია გასავალთან შედარებით.
ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც კაპანაძემ სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, ის ა(ა)იპ-ში დირექტორის თანაშემწის პოზიციას იკავებდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მან ეს პოზიცია 1 თვის წინ დატოვა.
იგი კულტურის სააგენტოს 4 წლის გამავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი დირექტორობის პერიოდში ხდებოდა, როგორც ე.წ “ბიტკოინების საქმე”, ასევე ბუღალტრის მიერ პირად ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა.