გორის მუნიციპალიტეტის სოფელში მცხოვრები მოსახლოებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის თბილისში, კლინიკასთან “ვივამედი” ხელშეკრულება გააფორმდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.
ინფორმაცია ამის შესახებ “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მიაწოდა.
“ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება თბილისში ამ კლინიკასთან, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს სოფლებიდან წავიყვანთ ხალხს ამ უფასო გამოკვლევებისთვის. მერის წარმომადგენლებს სოფლებში უკვე დაევალათ, რომ შეადგინონ სიები მსურველებისა, დაახლოებით 20-30 -მდე ადამიანი, რომელთა ტრანსპორტირებასაც გორის მერია უზრუნველყოფს, ხვალ დავიწყებთ ფლავიმანიდან და ეტაპობრივად ყველა სოფელ მოვიცავთ”, – გვითხრა დავით რაზმაძემ.
მოქალაქეებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ სოფელში მერის წარმომადგენელს ან დეპუტატს.