ვებგვერდი ფერმერებისთვის, რომელიც 3 წლის წინ შეიქმნა გორის მერს გააცნეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აღნიშნული ვებგვერდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.
გორის მერიის ინფორმაციით, „აგრო ფარმის“ ელექტრონული პლატფორმის მუშაობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შეხვედრის მიმდინარეობისას მერის წარმომადგენლებს გადაეცათ საინფორმაციო მასალაც.
“ვებგვერდზე განცხადების განთავსება უფასოა. სახლიდან გაუსვლელად წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობის გარდა, პორტალის დახმარებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიწის ნაკვეთის გაქირავება, სასურველი პროდუქტის, აგრო ან ფერმერული მაღაზიების მოძიება და სხვადსხვა სახის მომსახურების მიღება”, – ამბობენ მერიაში.
ნაღნიშნული ვებგვერდი 2019 წელს სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მიერ, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის გათვალისწინებით შეიქმნა. ვებგვერდის პოპულარიზაციისთვის, იმავე წელს მერის წარმომადგენლებს დაევალათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ფერმერებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუმცა შექმნიდან 3 წლის შემდეგ, აღნიშნული პლათფორმის შესახებ ფერმერების უმეტესობას ინფორმაცია არ აქვს. თავდაპირველად ვებგვერდზე გასაყიდი პროდუქცია საცდელ რეჟიმში იდებოდა.