ახალი ამბები

გორში თურქულ ენას უფასოდ შეასწავლიან

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები ჩაუტარდებათ. ინფორმაციას სტრატეგიული განვითარების სააგენტო ავრცელებს.


სააგენტოს ცნობით, კურსს ამავე სამსახურის თურქული ენის მცოდნე სპეციალისტები წარუძღვებიან.

“სასწავლო კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება ენის სწავლების არაფორმალური მეთოდები, დისკუსიები, დებატები, აუდიო-ვიზუალური მასალები და ასე შემდეგ. თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყება აპრილს ბოლოს და გაგრძელდება 2022 წლის ივნისამდე. საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აღნიშნულ კურსზე სწავლა განახლდება სექტემბრიდანაც”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

თურქული ენის კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა 2022 წლის 24 აპრილამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა


დატოვეთ კომენტარი