კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღატერმა, რომელსაც თანხის გაფლანგვას ედავებიან, სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აღნიშნული სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლ.წ.-ს ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
“განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ და სააგენტომ დააკმაყოფილა”, – უთხრეს “მოზაიკას” სააგენტოში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე იძიებს, რიცხავდა თუ არა ბუღალტერი ბიუჯეტის თანხას ორი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ანგარიშებზე.
საქმეზე გამოძიება მითვისების მუხლით დაიწყო, თუმცა სუს-ის ინფორმაციით, შესაძლოა საქმე თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ბუღალტერი გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოშიც მუშაობდა, მან აღნიშნულ სააგენტოს სამსახურიდან წასვლის განცხადება ელექტრონულად გაუგზავნა, დირექტორმა მისი განცხადება დააკმაყოფილა.