ახალი ამბები

გორის მე-4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზს ქარმა სახურავი გადახადა  

გორის მე-4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. 

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა, თუმცა სახურავის დაზიანების გამო წყალი ჩამოვიდა სპორტდარბაზში. 

“სასწავლო პროცესი არ შეგვიჩერებია, ჩვეულებისამებრ ვაგრძელებთ. გადახადა სახურავის ნაწილი და ამის გამო წვიმა ჩამოვიდა სპორტდარბაზში და მხოლოდ სპორტის გაკვეთილები გადავდეთ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან იყვნენ მოსულები და ნახეს მდგომარეობა, ზარალის შეფასება ალბათ მოგვიანებით მოხდება”, -გვითხრა მარინე აბუაშვილი. 

ინფორმაციისთვის, გორში საცხოვრებელ კორპუსებს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. 

ფოტო: გორის მაცნე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.