ახალი ამბები

ბუღალტერი, რომელსაც გორის ბიუჯეტის გაფლანგვას ედავებიან, თანამდებობაზე რჩება

მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერი, რომელსაც თანხის გაფლანგვას ედავებიან, კულტურის სააგენტოს ჯერ არ გაუთავისუფლებია.

“მოზაიკას”ინფორმაციით, ლ.წ. ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. სააგენტო კი, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ელოდება.

“მოქმედი ბუღალტერია და სანამ აუდიტის დასკვნა არ ჩაგვბარდება გათავისუფლების ოფიციალური საფუძველიც არ გვაქვს”, – უთხრეს სააგენტოში “მოზაიკას”.

ამჟამად მომხდარზე ინორმაცია მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა – უწყება ამტკიცებს, რომ სააგენტოს ბუღალტერმა ბიუჯეტიდან ნახევარმილიონ ლარამდე თანხა აზარტულ თამაშებზე გადარიცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.