10 წლის ბიჭი, რომელსაც გორში, სტალინის გამზირზე მანქანა დაეჯახა, კლინიკიდან გაწერეს.
“გორმედის” ექიმების ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც სტაციონარში მოთავსება აუცილებელი არ გახდა.
“პაციენტს ჩაუტარდა კვლევები. აღენიშნებოდა ექსკორაციები, რაც გულისხმობს ნაკაწრებს – კანის ზედაპირულ დაზიანებებს. მოტეხილობა არ ფიქსირდებოდა, არც მუცლის ღრუში ყოფილა რაიმე დაზიანებები” , – განმარტავს “გორმედი”.
როგორც ცნობილია, 10 წლის ბიჭი გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სტალინის გამზირზე ავტომობილი დაეჯახა.
დატოვეთ კომენტარი