ახალი ამბები

სურათში, რომელიც აშშ-ის ელჩს გორში აჩუქეს 440 ლარი გადაიხადეს 

გორში სტუმრად მყოფ ამერიკის ელჩს საქართველოში, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ კელი დეგნანს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა გააცნეს და სამომავლოდ დაგეგმილ პროქტებზე ესაუბრნენ.

ელჩის გამასპინძლებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ 300 ლარი გადაიხადა “ალაფურშეტში”, რომლის მომსახურებაც შპს “ნიკალასგან” შეიძინა, ხოლო სამახსოვრო სურათი რეზო კეჩხუაშვილისგან 440 ლარად იყიდა, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაში სტუმრობისას გადასცეს. 

კელი დეგნანი გორში სტუმრობის ფარგლებში ეწვია გორის საჯარო ბიბლიოთესა და “ამერიკის კუთხე” მოინახულა. ელჩი იმყოფებოდა ასევე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში.

დატოვეთ კომენტარი