ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო კომპიუტერებს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობს. სააგენტომ ამისთვის ტენდერი გამოაცხადა და 14 255 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სააგენტოს სურს შეიძინოს 4 ლეპტოპი, 3 სამაგიდო კომპიუტერი, 3 პრინტერი, 6 ცალი მყარი დისკი და 10 ცალი ფლეშმეხსიერების ბარათი. 

სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული ტექნიკის შეძენა ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სურს. 

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ ტექნიკის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.