ახალი ამბები

3 თვეში გორის მუნიციპალიტეტს 13 ათასზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია 

1 იანვრიდან 3 აპრილამდე პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში 16 099 ტურისტი და ვიზიტორი შემოვიდა,-ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილება ავრცელებს. 

აღნიშნული განყოფილების ცნობით, 3 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი სტუმარი მუნიციპალიტეტს მარტში ჰყავდა, ყველაზე ცოტა კი – თებერვალში. 

ინფორმაციისთვის, გასული წლის მარტიდან 2022 წლის იანვრამდე გორის მუნიციპალიტეტს96 ათასზე  მეტი ვიზიტორი და ტურისტი ეწვია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.