ახალი ამბები

გორში, ვოლოგდის დასახლებაში რამდენიმე ბინა გაქურდეს

გორში, ვოლოგდის დასახლებაში ერთ ღამეში რამდენიმე ბინა გაქურდეს – რადიო ‘მოზაიკას” ინფორმაციით, გაქურდულია 4 საცხოვრებელი სახლი.

“ყველა ბინა ერთი მეთოდით გაქურდეს – კარი გააღეს, ნივთები გამოიტანეს და დაკეტეს”, – უთხრეს რადიო “მოზაიკას’.

მომხდართან დაკავშირებით, რადიო “მოზაიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვოლოგდის დასახლებიდან ქურდობის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ. წინა დღეების მონაცემებს შსს ამ წუთებში აზუსტებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.