საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონულმა ფილიალმა საკრებულოს განვლილი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
რეგიონული ფილიალის უფროსის, კონსტანტინე თავზარაშვილის ანგარიში ერთ გვერდიანია და 2021 წელს განხორცილებულ სამუშაოებს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელების შეკეთება ან ახალი სისტემების მონტაჟი. გორის მასშტაბით განხორციელდა 426 ერთეული დაზიანებული წყალმომარაგების ქსელის შეკეთება. ასევე გორის წყალანირების ქსელზე არსებული დაზიანების შეკეთება – 821 ერთეული.
თავზარაშვილის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქალაქის გარდა, სხვადასხვა სახის სამუშაოები ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. მაგ: გორის სერვის ცენტრის მიერ, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა ვარიანის სათავე ნაგებობების, მდინარე ლიახვზე გარდამავალი, წყალდიდობის შედეგად დაზიანებული დიუკერის სარემონტო, საავარიო – აღდგენითი სამუშაოები.
წარდგენილ ანგარიშს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გაიტანენ.