ახალი ამბები

გორში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყობა

გორში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყობა.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის კონკურსები ჩატარდება მხატვრულ კითხვასა და კალიგრაფიაში.

“კვირეულის ფარგლებში განხორციელდება ორი კონკურსი, მხატვრულ კითხვაში და კალიგრაფიაში, რომელიც  ქართული ენის სიწმინდის დაცვას, სწორად მეტყველების კულტურის განვითარებისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კონკურსები გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის”, – ნათქვამია სააგენტოს განცადებაში

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

დატოვეთ კომენტარი