გორში, ჭავაჭავაძის ქუჩის რეაბლიტაციის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი ერთი თვის წინ გამოცხადდა. გორის მერიას აღნიშნულ ქუჩასთან ერთად გელდიაშვილისა და ქუთაისის ქუჩებისთვისაც გაითვალისწინა თანხა – 6`355 ლარი, თუმცა ტენდერი არ შედგა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ხელახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი პროცედურები უნდა გაიარონ, ამიტომ ტენდერი გამოცხადების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
” ჩვენ ტენდერი ჯერ პროექტის შესასყიდად გვქონდა გამოცხადებული, რადგან ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, მომსახურების შესყიდვა ვერ მოხერხდა”,– ამბობენ მერიაში.
აღსანიშნავია, რომ მერიას აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები განსაზღვრული აქვს:
- ქუთაისის ქუჩა რეაბილიტცია – 600 000 ლარი;
- გელდიაშვილის ქუჩა – 400 000 ლარი;
- ჭავჭავაძის გამზირი (ხიდი-აღმაშენებლი) – 1 300 000 ლარი.