გორელი კაცი უკრაინიდან, კერძოდ, დონეცკიდან იმ კაცის ცოლ-შვილის ჩამოსაყვანად აგროვებს ფულს, რომელიც რუსებმა სასტიკად მოკლეს.
“კეთილო ხალხო,უკრაინელ მარტოხელა დედას, ორი შვილით, რომლის მეუღლეც აგვისტოს ომის დროს, ქართველი მებრძოლების მხარდამხარ იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ,მარტოდ დარჩენილ მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება,რათა ჩამოვიყვანოთ საქართველოში” , – ამბობს დავით გოზალიშვილი.
მისივე თქმით, თანხა, რომელიც მათი ტრანსპორტირებისთვის არის საჭირო 1 500 ლარს შეადგენს. იგი საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს და შესაბამისი ანგარიშის ნომერს ავრცელებს, სადაც თანხის ჩარიცხვა იქნება შესაძლებელი.
GE29BG0000000698981900
დატოვეთ კომენტარი