გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მდივნად თამარ კეღოშვილი დანიშნა.
კეღოშვილი მერიაში თავის უფლებამოსილებას მიმდინარე წლის 26 იანვრიდან ასრულებს. როგორც ცნობილია, მას აქვს საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ბოლო პერიოდში, ხინჩეგაშვილმა მერის თანაშემწედ დანიშნა მისი კლასელი კახა კაკაშვილი. გორის მერმა დაასაქმა მისი მეგობარი გიორგი ჭონიშვილიც, რომელმაც უწყებაში მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა.
დატოვეთ კომენტარი