ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფლის კრებებს ესწრება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის კრებები გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება”, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები სოფლის კრებეზე განიხილავენ.

სოფლებში უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, ძირითადად მოეწყობა გარეგანათება, სკვერები, გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობა და მოწესრიგდება შიდა გზები.

2022 წელს პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი