ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” დირექტორად გიორგი ბასილიძე დაინიშნა.
როგორც ცნობილია, ბასილიძე აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მეკარეების მწვრთნელის პოზიციას იკავებდა.
როგორც ცნობილია, კლუბის ყოფილი დირექტორი გია ისიანი, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების საფუძველზე გაუშვეს. ისიანის გათავისუფლების მიზეზი უცნობია, მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
დატოვეთ კომენტარი