ახალი ამბები

“გორმედი” უკრაინელებს სამედიცინო აღჭურვილობასა და პირველადი დახმარების ნაკრებს უგზავნის 

სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ თანადგომას უცხადებს უკრაინელ კოლეგებს, დაზარალებულებს და დახმარების სახით უკრაინის კლინიკებს 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს, აღჭურვილობას და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნაკრებებს უგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას “გორმედი” ავრცელებს. 

“რუსეთ-საქართველოს ომის დროს ,,გორმედი“ უწყვეტ რეჟიმში ემსახურებოდა საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულებს, შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა რთულ ვითარებაში უწევთ ახლა მუშაობა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და ყველაზე მეტად რა ტიპის სამედიცინო მასალები ესაჭიროებათ. თანადგომას ვუცხადებთ უკრაინის კლინიკების სამედიცინო პერსონალს და დაზარალებულ მოსახლეობას, დახმარების სახით კი 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს ვუგზავნით“, – განაცხადეს ,,გორმედის“ დირექტორთა საბჭოში.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

დატოვეთ კომენტარი