ახალი ამბები

ქართველი ხალხი არ დაუშვებს წარსულში დაბრუნებას – გიორგი ხოჯევანიშვილი 

გორი – კასპის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ახლა საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, წარსულში დაბრუნდება თუ შეძლებს, რომ “ნანგრევებში მოყოლის ნაცვლად, შესაძლებლობები ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენოს”. მან ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. 

“ჩემი შეკითხვა ,,ოცნებას” – როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინის მმართველობის მომავალი, მაშინ როდესაც გუშინ, უკრაინაიში ჭურვები ესროლეს სამშობიარო სახლს, როდესაც პუტინი, რომლის დასასრულიც დაწყებულია, მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით განადგურებით. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი და დღეს მაღალჩინოსანი მედვედევი რუსეთის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებაში პოზიტიურს იმას ხედავს, რომ საშუალება ექნებათ რუსეთში აღადგინონ სიკვდილით დასჯა? დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად არ დაუშვებს ქართველი ხალხი საქართველოს წარსულში დაბრუნებას. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო ერთხელ მაინც შეძლებს ნანგრევებში ქვეშ მოყოლის ნაცვლად, შესაძლებლობების ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოყენებას”, – ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი