სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების დასკვნა. აუდიტმა სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვა სსიპ-ებთან ერთად გორში არსებული სამხედრო ჰოსპიტალიც შეისწავლა.
დასკვნის მიხედვით, სამხედრო ჰოსპიტალმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი ბუღალტრული ჩანაწერები, რომელშიც ასახული იქნებოდა სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება.
“თავდაცვის სამინისტროს „ჯი პი აი“ ჰოლდინგთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, რომლის მიხედვითაც სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ჰოსპიტალი წარმოადგენს ერთ-ერთ პროვაიდერ კლინიკას. სადაზღვევო კომპანიის მიერ ორგანიზაციისთვის თანხის ანაზღაურება ხდება კაპიტაციის მეთოდით, 74 2020 წელს ჰოსპიტლის მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ შეადგენდა 2 221 602 ლარს, ხოლო კაპიტაციის მეთოდით სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა 1 419 298 ლარი. ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით ვერ ხერხდება 2020 წელს ჰოსპიტალის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვადგენთ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ფინანსურ შედეგს” , – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჰოსპიტლის საკუთარი შემოსავალი 2020 წელს 11 394 415 ლარი იყო, ხოლოდ ბიუჯეტიდან კლინიკამ 6 816 128 ლარი მიიღო. ჯამში, ჰოსპიტლის ბიუჯეტი 2020 წელს 18 210 543 ლარს შეადგენდა.