ახალი ამბები

გორში 48 წლის მამაკაცი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

გორში 48 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის “გორმედში” გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

,,კლინიკაში შემოყვანისას მამაკაცს აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები. თავის, კისრის და ზედა კიდურების არეში ფიქსირდებოდა 14 არაშემავალი სისხლმდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ექიმმა დავით გასიტაშვილმა.

დაჭრის მოტივებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი