საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე ქალაქის მასშტაბით დასასვენებელი და გასართობი სკვერების მოწესრიგება მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენა მოხდება.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დასასვენებელი და გასართობი სივრცეების დასუფთავება. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება დაზიანებული ინვენტარის, ურნებისა და სკამების განახლება. გაზაფხულის სეზონზე დაიწყება გამწვანების სამუშაოები”, – წერს კეთილმოწყობის სააგენტო
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი