გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელმა აღზრდის სააგენტომ დასუფთავებისა და საწმენდი საშუალებების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
უწყებას სურს, რომ 62 საბავშვო ბაღისთვის შეიძინოს სხვადასხვა სახის ცოცხი, იატაკის საწმენდი ჯოხი, აქანდაზი და ნარჩენებისთვის განკუთვნილი პარკი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 8 170 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აპირებს შეიძინოს :
- ნაგვის პოლიეთილენის პატარა ტომარა;
- ნაგვის პოლიეთილენის დიდი ტომარა;
- ცოცხი ოთახის (საყოფაცხოვრებო);
- აქანდაზი ცოცხით;
- იატაკის ჯოხი;
- აქანდაზი;
- ნიჟარის სატუმბი ვანტუსი;
- იატაკის ჯოხი ფოჩებით;
- სასაპნე პლასტმასის;
- იატაკის საწმენდი მოსაპრიალებელი ,,მოპი”;
- მოპის სათადარიგო პირი ფოჩებით;
- უნიტაზის საწმენდი ჯაგრისი ჩასადებით;
- ჭერის საწმენდი ჯაგრისი;
- ურნა ნარჩენების.
ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი