ახალი ამბები

ქარელის მერმა ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიში 20 წუთში ჩაატია

ქარელის მერმა ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიში მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს ჩააბარა. ღონისძიებას, სადაც ზაზა გულიაშვილმა 2023-2024 წლებში გაწეული საქმიანობები მიმოიხილა, მერიის და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

ანგარიშის წარდგენა 20 წუთი გაგრძელდა და კითხვა-პასუხის გარეშე დასრულდა. 

2024 წელს არაერთი პროექტი დავიწყეთ და კიდევ გრძელდება, იქამდე 2 თვე კიდევ გვაქვს დარჩენილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ არანაკლები წარმატებული იქნებაც 2025 წელიც“, – უთხრა საკუთარ თანამშრომლებს ზაზა გულიაშვილმა. 

მერმა ანგარიშის წარსადგენად საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი პირები კულტურის სახლში შეკრიბა. 

აღსანიშნავია, რომ იგივე ფორმატში ჩატარდა მერიის ანგარიშის წარდგენა გასულ წელსაც. 

ამავე თემაზე: ქარელის მერმა საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი