14 სექტემბერს გორში ბიძინა ივანიშვილი პარტაქტივს შეხვდება. მის დასახვედრად უკვე დაწყებულია მზადება. საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტეროტორია გადაკეტილია და მიმდინარეობს სცენის მონტაჟი.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ამავე დღეს, “ქართული ოცნების” ლიდერების დასახვედრად დაგეგმილია ვახშამი “გორი ინნ”-ში. შეხვედრის შემდეგ, აქ 100 სტუმარს ელოდებიან.
“100-კაციანი სუფრაა შეკვეთილი, პრემიერ-მინისტრი უნდა მოვიდესო. ალბათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან“, – უთხრეს “მოზაიკას”.
სავარაუდოდ, ვახშამს დაესწრება “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილიც.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო “გორი ინნ” რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენს, ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, რომელსაც პირდაპირი და ირიბი ბიზნეს-კავშირები აქვს რუსეთთან, “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან.
ვახტანგ კარიჭაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს “ქართული ოცნებისთვის” ჯამში 400 000 ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
ამავე თემაზე: რა კავშირი აქვს “გორი ინნ”-ს რუსეთთან, ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან?