ახალი ამბები

გორის “დილა” ორ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს 

გორის “დილა” მომდევნო ორ მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო. 

საფეხბურთო კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის “დინამოსთან” მატჩის დროს გულშემატკივართა  მხირიდან “არასათანადო ქცევა” გახდა. 

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი, მომდევნო 2 საშინაო მატჩს – 2 ივნისს ფოთის ,,კოლხეთთან” და 3 აგვისტოს ,,გაგრასთან” მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, თბილისის ,,დინამოსთან” მატჩისას, გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ტრიბუნაზე არასათანადო ქცევა გახდა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

გულშემატკივართა ნაწილი ამ გადაწყვეტილების გამო, ფეხბურთის ფედერაციას აკრიტიკებს. ისინი ამბობენ, რომ ამით ფედერაციას მაყურებელთა დასჯა სურს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.