ახალი ამბები

ნიკა გაგნიძემ მოსკოვის “ლოკომოტივში” კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა 

ნიკა გაგნიძემ მოსკოვის “ლოკომოტივში” კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

მისი განცხადებით, რუსეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს.

როგორც ცნობილია, რუსულ საფეხბურთო კლუბს მისთვის კონტრაქტი უკვე გამზადებული ჰქონდა. 

23 წლის გაგნიძე გორის “დილას” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველია. მან საფეხბურთო კარიერა სწორედ, “დილაში” დაიწყო. ის ძირითად გუნდს 18 წლის ასაკში შეურთდა. 

დატოვეთ კომენტარი