გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე სან-ტექნიკის მაღაზიებში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
” ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, მოხდა ხანძრის ლიკვიდირება და ამის შედეგად არავინ დაშავებულა”, – განაცხადეს უწყებაში.
დატოვეთ კომენტარი